ფოთში აეროპორტი აშენდება

ფოთში წელს გაზაფხულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა იწყება. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბაკურიანში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფოთის აეროპორტში ყველაზე დაბალი ტარიფები უნდა დაწესდეს. ~თბილისის აეროპორტის ტარიფები მკვეთრად აძვირებს ბილეთებს და პრაქტიკულად მონოპოლისტური მდგომარეობა შეიქმნა. ჩვენ მთლიანობაში თურქი ინვესტორის კმაყოფილი ვართ, მაგრამ ამ საკითხზე ვერაფრით შევთანხმდით, რომ ტარიფები შევამციროთ~, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თბილისის აეროპორტს ტარიფების შემცირებას ფოთის აეროპორტიც აიძულებს. პრეზიდენტის განცხადებით, ფოთის აეროპორტში ევროპიდან ჩარტერული რეისები შესრულდება. სააკაშვილის ინფორმაციით, ფოთის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2012 წლის გაზაფხულზე შევა.

About these ads