სკანდალური ამბები რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით. ჩვენ დღეს ფაქტებზე დაყრდნობით მოგიყვებით 7 ცნობილი ადამიანის შესახებ. ეს ჩვეული მოვლენაა ისტორიაში ხშირად იმალება ცნობილი ადამიანების შესახებ გარკვეული ინფორმაციები თუმცა დგება დრო და ის ფაქტები სააშკარავოზე გამოდის. იხილეთ ცნობილი 7 პიროვნების აქამდე უცნობი დეტალები სრულიადში.
ჰიტლერი გადასახადებს არ იხდიდა
ჰიტლერის საქმიანი ქაღალდების შესწავლამ ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ის 1925 წლიდან 1933 წლამდე რეგულარულად თავს არიდებდა გადასახადებს, რისი წყალობითაც გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი ნაცისტების იერარქიაში. ამ პერიოდში მისმა ვალმა სახელმწიფოს მიმართ 405 000 რიკსმარკს(მესამე რაიხის ფულის მთავარი ერთეული) უწია, რაც დღევანდელი კურსით 8 მილიონი დოლარის ექვივალენტია. მისი საყოველთაოდ ცნობილი წიგნის ,,ჩემი ბრძოლი”-ს გაყიდვიდან 1.232 მილიონი რიკსმარკი მიიღო, საიდანაც 600 000 ათასი მოგების გადასახადი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს არ გააკეთა. ბუნებრივია კანცლერად არჩევის შემდეგ ჰიტლერს ყველა ვალი ,,ჩამოეწერა”.
უინსტონ ჩერჩილი, როგორც დიდი ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე დიდად დაფასებული პიროვნებაა, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ 2002 წელს ბიბისის გამოკითხვით ის გახდა ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანი. უდავოა, რომ მისი გამოსვლები შედევრები იყო და ჩვენ, მინიმუმ მისი 1-2 გამონათქვამი მაინც ვიცით, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის მისი ბნელი მხარის შესახებ. ამის საილუსტრაციოდ საუკეთესო საშუალებაა ვნახოთ, თუ რა ამბობს იგი :
,,მე არ დავუშვებ… ამ დიდ შეცდომას, რომ წითელი ინდიელები ამერიკიდან და შავი ადამიანები ავსტრალიიდან… ფაქტია, რომ მათზე ძლიერი რასა, უმაღლესი კლასის რასა მივიდა იქ და დაიკავა მათი ადგილი. “,,მე არ მემსის რატომ ვყოყმანობთ გაზის გამოყენებაზე… მე მკაცრად მოვითხოვ მომწამვლელი გაზის გამოყენებას არაცივილიზებული ტომების წინააღმდეგ…” წერდა ჩერჩილი დედას 1896 წელს.
36 წლის ასაკში განდიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა ცოლთან ურთიერთობაზე და მიეღწია უმაღლესი სულიერი მდგომარეობისთვის(ჰინდუს რელიგიით). ასაკის მატებასთან ერთად ის სულ უფრო და უფრო აღტაცებული იყო სექსით. იმისთვის, რომ ,,სრულეყო” სულიერი მდგომარეობა, ის სრულიად შიშველი იძინებდა ახლაგაზრდა გოგონებთან. ერთ-ერთი მათგანი კი 16 წლის გოგონა იყო, განდის ძმიშვილის რძალი. როცა თავის 19 წლის ძმისშვილის შვილთან უნდოდა საწოლის გაყოფა, მამამისს წერდა, ამის შესახებ და ეუბნებოდა, რომ ამით ის იუმჯობესებდა ძილს (მდგომარეობას). როდესაც განდის სტენოგრაფისტმა პარასურამ შეუსწრო მას შიშველ გოგონასთან მწოლიარეს, აღშფოთებულმა უარი თქვა მასთან მუშაობაზე.
მარტინ ლუთერი – ანტისემიტი იყო
ერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს. ეს ყველამ იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ლუთერი იყო ანტისემიტი.„პირველ რიგში ცეცხლს უნდა მიეცეს მათი სინაგოგები თუ სკოლები და რაც არ დაიწვება უნდა იქნას დაფლული.ჩემი რჩევაა ძირფესვიანად დაინგრეს და განადგურდეს მათი სახლები.მათ უნდა წაერთვათ ლოცვანი და თალმუდის ნაწერები რომლებიც კერპთაყვანისმცემლურია და ტყუილებს, წყევლასა და ღვთისგმობას ასწავლის.იმისათვის, რომ ხელები დავიბანოთ ებრაელთა ღვთისმგმობისგან და მათი სასჯელი არ გავიზიაროთ, ისინი უნდა გავაძევოთ ჩვენი ქვეყნიდან.”
ჯეფერსონი მთელი ცხოვრების განმავლობაში სასტიკი წინააღმდეგი იყო იმის, რომ თეთრკანიანებს შვილები შავკანიანებისგან ჰყოლოდათ. ჯეფერსონი ამბობდა: შავკანიანების თეთრკანიანებთან შერწყმით ვიღებთ დეგრადირებულ ახალ თაობას, რომელსაც არ უყვარს სამშობლო. მაშინ როცა თავად რამდენიმე შვილი ჰყავდა თავის ზანგ მონასთან – სალი ჰემინგთან,რომელიც ამავდროულად მისი ცოლის ნახევარ დაც იყო…
1913 წელს აინშტაინმა მიატოვა მეუღლე მარიჩი და ორი ვაჟი და ცოლად შეირთო ელზა აინშტაინი, თავისი ბიძაშვილი. ელზა იყო განათხოვარი და ჰყავდა ორი ქალიშვილი.
ალბერტ აინშტაინის საყვარელი ქალი საბჭოთა ქვეყნის ქვეშევრდომი იყო. დიდი მეცნიერისა და მარგარიტა კონენკოვას რომანი გასაიდუმლოებული გახლდათ როგორც ამერიკის,
ასევე საბჭოთა კომპეტენტური ორგანოების მხრიდან და მხოლოდ (მე-20) საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი ფართო საზოადოებისთვის. სამი წელი შეყვარებულები ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ,
სწერდნენ სასიყვრულო წერილებს, მაგრამ აინშტაინს აღარ აკმაყოფილებდა ხანმოკლე შეხვედრები საყვარელ ქალთან. წერილი გაუგზავნა სერგეი კონეკოვს რომ, მარგარიტას სერიოზული დაავადება აქვს, მისთვის აუცილებელია ჰაერის გამოცვლა და, რაც მთავარია, წერილს თან დაურთო მეგობარი ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობები, სადაც მითითებული იყო, რომ ავადმყოფი სარანკ-ლეიკში უნდა გაგზავრებულიყო – ყველამ იცოდა, რომ ეს აინშტაინის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო…/ ასევე ცნობილია აინშტაინის წერილები სადაც ის აღწერს 6 ქალს, რომელთანაც ის დროს ატარებდა და საჩუქრებს იღებდა.
ენდრიუ ჯონსონი აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი (1865-1869), აშშ-ის მე-16 ვიცე-პრეზიდენტი (1865). პრეზიდენტის თანამდებობა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
1867 წელს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების ორი მესამედი იყო საჭირო, იგი გაამართლეს. 1 აღმოჩნდა გადამწყვეტი.







