მითომდა უაზრო ისტორიებით გაჯერებული ფილმები და საზოგადოებრივი აზრი რომელიც სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. რატომ აინტერესებს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ვამპირებისა და ამგვარი არსებების შესახებ ფილმები და სერიალები? რისთვის იქმნება ასეთი ფილმები და რამდენად დიდი არის შედეგი. იხილედ სრულიადში, ერთი კაცის მიკერძოებული აზრი ამ თემის ირგვლივ
ბოლო დროს მითომ და უაზრო ისტორიებით გაჯერებული მრავალსერიანი ფილმები ვამპირებისა და ამგვარი არსებების შესახებ მართლაც მომრავლდა. ზებუნებრივი, ახალი მთვარე, სექსი ვამპირთან, შეხვედრა ვამპირთან, და ვამპირის დღიურები- ეს ყველაზე პოპულარული ფილმებია რაც ბოლო რამოდენიმე წლების განმავლობაში გადაუღიათ. ამერიკაში ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით წელიწადში გამოსული ფილმებისა თუ სერიალების რაოდენობის 30%- ი სწორედ ამგვარი ჟანრისაა. ისინი მოგვითხრობენ ერთი ან რამოდენიმე ვამპირის შესახებ. თუ როგორ ცხოვრობენ, უყვარდებათ კლავენ. დამეთანხმებით ხშირ შემთხვევაში რეჟისორები მათ გმირის სტატუსსაც ანიჭებენ და კარგ და ნორმალურ ადამიანად წარმოგვიდგენენ. სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა რომ, ასეთი ფილმების რეიტინგები იზრდება. 2010-11 წლებში განსაკუთრებული მოწონება მოწონება ვამპირის დღიურმა და ზებუნებრივმა ხოლო ფილმებიდან ვამპირების ბრძოლა -მ მოიპოვეს.
ალბად იმასაც შეამჩნევდით რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად ამგვარი ფილმების მოყვარულები საქართველოშიც ძალიან ბევრნი არიან (ვართ). თითქმის არ არსებობს ადამიანი რომელსაც ამგვარი ფილმები ნანახი არ ქონდეს
რა განცდა გვეუფლება ამგვარი ფილმისა თუ სერიალის ყურების დროს?
-ზიზღი?
- სინანული?
-შეცოდება?
- მოწონება?
- სუყველა, მაგრამ ამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად მოწონების გრძნობა გვეუფლება. რატო შეიძლება მოგვწონდეს ( მოწონდეთ) ის რაც ასეთი ტიპის ფილმებში ხდება. აქ ხომ ადამიანები ერთმანეთის (უკეთეს შემთხვევაში ცხოველის ) სისხლით იკვებებიან? თუმცა ჩვენ ხო ადამიანები ვართ და ყველაფერ ცუდს ადვილად ვეგუებით. ამაში გასაკვირი მხოლოდ ისაა რომ ხშირ შემთხვევაში ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი შეყვარებული რჩება ვამპირებზე და ამგვარ არსებებზე და უნდათ იყვნენ ისეთები, როგორებსაც ისინი ცისფერი ეკრანებზე ხედავენ.
მთავარი რაც შემიძლია და ‘’ვამპირად’’ წოდებულ ხალხზე ვთქვა ისაა რომ მათ უბრალოდ ძალიან ბევრი კომპლექსი აწუხებთ, სურთ შეცვალონ რაღაც ოღონდ არ იციან რა, სურთ იყვნენ ძლიერები და ამის წყალობით მიაღწიონ ‘’წარმატებას’’ სასაცილოა.
ეს კი იმ ჯგუფების არასრული ჩამონათვალია სადაც ზემოდჩამოთვლილი ფილმების ფანები იყრიან თავს, facebook- ე ამგვარი გვერდების ფართო არჩევანი და დიდი რაოდენობით მომხმარებელია თავმოყრილი. ფორუმებში ‘’ვამპირები’’ ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს და სთხოვენ რეჟისორებს არ შეაჩერონ სერიალის წარმოება და ამგვარი ჟანრის ფილმების გამოშვება.
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ამგვარ სტატუსებს წერენ და ასობით ‘’Friend’’- ს აცნობენ თავისი გაუწონასწორებელი გრძნობების შესახებ. მაგალითად ამას წინათ აღმოვაჩინე გოგონა რომელიც საკმაოდ უცნაურად აზროვნებს და ეს მისი სტატუსიდან გამომდინარე მინდა სექსი ვამპირთან.
P.S ამ ყველაფერში კი დამნაშავე ის ადამიანები არიან რომლებიც ვამპირებს და მათ მსგავს არსებებს წარმოგვიდგენენ გმირებათ. გვაჩვენებენ თუ რა კარგი და გემრიელია როცა ერთი ადამიანი (ვამპირი) მოკვდავებით იკვებება. თუ რა სექსუალურები ძლიერები და ყოვლის შემძლენი არიან ისინი. ამის გაკეთებაში კი მათ სექსუალური მსახიობები უწყობენ ხელს რომლებიც რეჟისორების დავალებას ასრულებენ. ეს ყველაფერი კი იქმნება საზოგადოების საკმაოდ დიდი ფენაზე რეაგირების მოსახდენად მათი აზროვნების უნარის დასაქვეითებლად რათა მომავალში ეს წრე რაც უფრო გაიშლება უფრო მარტივი სამართავი იქნება ჯგუფი რომელსაც სამყაროზე მცდარი შეხედულება ექმნება.


Aug 12, 2011 @ 10:33:11
“ამგვარი ფილმების მოყვარულები საქართველოშიც ძალიან ბევრნი არიან (ვართ)” – რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ შენ სულაც არ ხარ ამგვარი ფილმების მოყვარული : )
Aug 12, 2011 @ 13:09:40
sheileba