მოწევა კლავს, იწვევს ნაადრევ დაბერებას და ა.შ  ეს ყველამ ვიცით მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მოწევას. ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ერთგვარი მოდაა ხოლო არის შემთხვევები როცა ადამიანები ვერ ველევით ამ ჩვევას და მისი ერთგულები ვხდებით. იმაზე რაზეც მე სრულიადში უნდა გესაუბროთ ორი დღეა მსოფლიოში უამრავი ადამიანი საუბრობს.მგონი დადგა დრო სრულად გაეცნო ჩემ პოსტს ;)

ყველამ ვიცით რომ მოწევა კლავს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ვეტანებით სიგარეტს. სპეციალისტები კი ამის პარალელურად შემაშფოთებელ კვლევებს აქვეყნებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით 2010 წელს მსოფლიოს მაშტაბით ათასობით ადამიანი დასნეულდა ხოლო უმრავლესობა მათგანი გარდაიცვალა. შედეგები

კვლევის მიხედვით დგინდება რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა როგორც დაავადებულთა ასევე გარდაცვლილთა რიცხვი, განსაკუთრებით საშიშ მაჩვენებელს კი მწეველი მანდილოსნების რაოდენობამ მიაღწია, რომელიც 2500 -ს აღემატება.დასკვნის მიხედვით განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა ამ კუთხით 16-25 წლამდე მოზარდებშია. რომლებიც მშობლების დაუკითხავათ მოიხმარენ თამბაქოს და არა ნაკლებ ათი ღერისა დღეში. მოკლედ ასეა თუ ისეა კაცებს ქალებმა 2010 წელს აჯობეს.

.

ვიღაცისათვის მაჩვენებლები მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს მაგრამ ჩემთვის არა. ალბად ჩვენ ყველას ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ ორივე თვალის ფართოდ გახელა გვჭირდება ცოტა აზროვნების დაძაბვა და ვნახავთ რომ ჩვენ ქალაქში ამ ასაკის გოგოების 70% ი არა ყოველდღიურად მაგრამ მაინც თამბაქოს მომხმარებელია. არაერთხელ მინახავს გოგო რომელსაც ერთის ნაცვლად 3 შეკვრა სიგარეტი დააქვს მაგრამ ისეთებიც მინახავს სხვისი სიგარეტით რომ ნებივრობენ და სახლიში წასვლის წინ ორ ღერს რომ მოტეხავენ, მერე ტუალეტში ჩაიკეტებიან გამწოვს ჩართავენ და გააფუილებენ. ეს ჩვენი რეალობაა.

არ ვიცი მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში რა ხდება მაგრამ მგონია რომ ჩვენთან ეს ერთგვარ მოადად იქცა. მეთანხმებით…

მოკლედ რაც არ უნდა იყოს ეს არის შედეგები რომელიც სულ რაღაც 24 საათის წინ გამოქვეყნდა. პირადად მე ვეწევი და განვაგრძობ სიგარეტის მოწევას და არა იმიტომ რომ ეს მოდაშია და ასე ვინმეს მოვეწონები არა უბრალოდ იმიტომ რომ მე მიყვარს თამბაქო. ( ცალმხრივი სიყვარული კი, ჩემი გატაცებაა =] )