მორიგ ავიაკატასტროფას რუსეთში ათობით ადამიანი ემსხვერპლა ხოლო რამოდენიმე მძიმედ დაშავდა. ავიაკატასტროფა იაკ 42 მა განიცადა რომელიც იაროსლოვის აეროპორტიდან აფრინდა და რამოდენიმე წუთში დასახლებული პუნქტის მახლობლად ჩამოვარადა.
რუსული მედიის ინფორმაციით თვითმფრინავით ყინულის ჰოკეის გუნდი ლოკომოტივის სრული შემადგენლობა გადაადგილდებოდა. მათივე ცნობით ბორტზე კატასტროფისას 50 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დრომდე კატასტროფის ადგილი სამართალდამცავების კონტროლქვეშ რჩება ადგილზე მათთან ერთად სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისათვის 40 ამდე ცხედარი უკვე აღმოჩენილია ხოლო ორი ჰოკეისტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ და ისინი ამ დროისათვის რუსეთის სამედიცინო ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.
თუ რა გახდა იაკ 42 ის ვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა საერთაშორისო პრესა ავრცელებს ინფორმაციას რომ შესაძლებელია თვითმფრინავის ვარდნის მიზეზი უამინდობა გამხდარიყო. რუსეთში კი ოფიციალური სამსახურები ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა. განცხადებაში მედვედევი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ზუსტად დადგინდება თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ხვალ კი რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ინციდენტის ადგილს მოინახულებენ. მედვედევის განკარგულებით ხუთშაბათი დღე რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთში მომხდარ ინციდენტს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნის ლიდერიც გამოეხმაურა მათ მედვედევთან და პუტინთან საუბრისას მწუხარება გამოთქვეს მომხდართან დაკავშირებით. ასევე ფაქტთან დაკავშირებით ყინულის ჰოკეის მსოფლიო ორგანიზაციამაც გაავრცელა განცხადება.

