ბოლო რამოდენიმე დღეა ლიბიაში, გაქცეული ლიდერის ძებნა მიმდინარეობს. ამბოხებულები რომლებმაც ქვეყნის დედაქალაქი და ყველა სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს ახლა გაქცეული ლიდერის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. თავდაპირველად ამბოხებულები კადაფს ტრიპოლში შემდეგ მის მშობლიურ ქალაქში ეძებდნენ, მაგრამ ბოლოს მათი ფანტაზია ქვეყნის ფარგლებს გაცდა და ნიგერიასაც გადაწვდა. ეს ბოლო იმედი კი დღეს დაემსხვრათ უტყუარი ინფორმაცია თითქოსდა კადაფმა თავი ნიგერიას შეაფარა აბსურდულად ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. მისი განცხადებით ლიბიიდან ნიგერიაში ბოლო რამოდენიმე თვეა არავინ გადასულა და დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლები სიცრუეში დაადანაშაულა.
‘’მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ის გაუგებრობა რაც ამ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში წარმოიშვა. როგორც ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ ლიბიის ყოფილი ლიდერი არათუ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს საზღვართანაც არ მოსულა. ჩვენ არ ვაპირებთ მისთვის თავშესაფარის მიცემას და მოვითხოვთ შეწყდეს საუბარი ამ თემის ირგვლივ’’ – განაცხადა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიბიაში კი ამ დროისათვის კრიზისია ქვეყანაში განადგურებულია წყალმომარაგების სიტემა, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც რის გამოც საავადმყოფოები და ყველა სხვა ძირითადი სტრუქტურა შეფერხებით მუშაობენ, სურსათის მარაგი კი სრულად ამოწურულია, ახლა ლიბიის დროებითი ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებისათვის გზებს საერთაშორისო საზოგადოებაში ეძებენ.
რაც შეეხება კადაფს და მის ოჯახის წევრებს მათი აუდიო და ვიდეოჩანაწერები ყოველდღიურად გადაიცემა კომენტარებში კი ისინი ადასტურებენ რომ მათ ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ და საკუთარ მომხრეებს გაძლიერებისაკენ მოუწოდებენ. კადაფი ბოლო აუდიომიმართვაში აცხადებეს რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. რას გულისხმობს ლიბიის ყოფილი ლიდერი დასრულებაში უცნობია თუმცა ამბოხებულების დამარცხება ამ ეტაპისათვის ჩემი აზრით უკვე შეუძლებელია.