ვიდეო მიმართვა რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა თბილისშია ჩაწერილი. ”მე ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ვიმყოფები”- ასე იწყებს ნატოს გენერალური მდივანი ვიდეომიმართვას. რასმუსენი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს სრულ უფლებიანი წევრი ქვეყანა, და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს. ნატოს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებისა და შემდეგ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ნორმალურ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას და აღნიშნავს რომ ეს ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის. რასმუსენი საქართველოს პროგრესულ ქვეყანად მოიხსენიებს და აცხადებს რომ საქართველოს სულ მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატბას მიაღწია. ვიდეომიმართვაში რასმუსენი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც უსვამს ხაზს და აცხადებს რომ ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები არასდროს აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჯიმებს სახელმწიფოებად და ის ყოველთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში იქნება მოქცეული.
